ტყის მასშტაბურ ხანძრებს რამდენიმე ქვეყანაში მსხვერპლი მოჰყვა

ხანძარი

კვირპროსის სამხრეთ ნაწილში მდებარე რეგიონებში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, ცეცხლის კერები 120 კვადრატულ კილომეტრზე გავრცელდა.

ათობით დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. განადგურებულია კერძო სახელები და მეურნეობები. სტიქიას 2 ადამიანი ემსხვერპლა.

ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში 250-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 70-ზე მეტი ერთეული სპეციალური ტექნიკა და 14 თვითმფრინავია ჩართული.

ხანძარია ალბანეთშიც. ვლორის ოლქში ტყე იწვის. ქვეყანაში იტალიამ და საბერძნეთმა დასახმარებლად 4 თვითმფრინავი და საგანგებო სიტუაციების მართვის ბრიგადები გააგზავნა.

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, ბილეჯიქის პროვინციაში კი, ტყის ხანძრები მეოთხე დღეა გრძელდება, ევაკუირებულია რამდენიმე სოფელი, არის მსხვერპლი.