VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში ავტოსაგზაო შემთხვევას 15 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
არასრულწლოვან მიშო ნიკურაძე ავტომობილის დაჯახების შემდეგ უმძიმეს მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, სადა 3 დღე იყო მოთავსებული, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
„მთელი ჩემი ბავშვობა დავკარგე! ჩემი გული და სული თან წაიღო. ყოველთვის გვერდით მედექი, ყოველთვის რჩევებს მაძლევდი, ყოველთვის ერთად ვიყავით მიშო, მაგრამ შენ მიმატოვე და მარტო დამტოვე. ძალიან მიჭირს უშენობა, უზომოდ მიყვარხარ, ჩემო ანგელოზო“, - წერს გარდაცვლილის მეგობარი სოციალურ ქსელში.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.