პალმა დე მაიორკას აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა - დაშავებულია 18 პირი
1751715330
პატრიკ დ. პროფრიდტი 3 კვირის ქალიშვილის მკვლელობისთვის ციხეში 25 წელს გაატარებს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა 2023 წელს მოხდა. გამომძიებლების ცნობით, პატრიკს მეუღლესთან შელაპარაკება მოუვიდა. გაბრაზებულმა მამაკაცმა ცოლს, რომელსაც ხელში 3 კვირის ქალიშვილი ეკავა, არბალეტიდან ესროლა. გასროლას არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა - პატრიკის ცოლი კი დაშავდა.
შერიფის ოფისის ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ პატრიკმა მეუღლეს ტელეფონი წაართვა და დამალა, რათა ქალს პოლიციაში არ დაერეკა. შემდეგ კი ტყეში გაიქცა და დამალვას ცდილობდა.
2 წლიანი გამოძიების შემდეგ - სასამართლომ პატრიკს თავისუფლების 25 წლით აღკვეთა მიუსაჯა.