1762805268
ცნობილია, ზუგდიდში ავარიის დროს დაღუპულების ვინაობა
ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ჯიხაშკარში ბესო ტიბუას და ბორის სიჭინავას სიცოცხლე ემსხვერპლა.
სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება:
,,დღეს ჩვენი სოფელი ჯიხაშკარი უსაზღვრო ტკივილშია ჩაძირული…
ავტოსაგზაო შემთხვევამ ორი ძვირფასი ადამიანი — ბატონი ბესო ტიბუა და ბატონი ბორია სიჭინავა — წაგვართვა.
ორივე ჩვენი სოფლის სულიერი და ღირსეული შვილები იყვნენ — ადამიანები, რომლებიც ყველას სიყვარულით, სიკეთით და სითბოთი გვამახსოვრდებიან.
სიტყვები ვერ აღწერს იმ ტკივილს, რაც ამ დანაკარგმა მოიტანა.
მთელი ჯიხაშკარი დღეს გლოვობს, გლოვობს ორი კეთილი კაცის სიცოცხლეს …
ნათელი იყოს მათი სული, უფალმა მიუჩინოს მშვიდობის ადგილი იქ, სადაც აღარ არის ტკივილი და ცრემლი.
გულწრფელად ვუსამძიმრებთ ბესო ტიბუას და ბორია სიჭინავას ოჯახებს, ახლობლებს, მეგობრებს — ყველანი ვგრძნობთ ამ მძიმე დანაკარგს ერთად.
მათი სახელი და სიკეთე ჩვენს გულებში მარად იცოცხლებს“
გავრცელებული ინფორმაციით, ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო გაჩერებულ ავტომობილს, სადაც 2 პირი იჯდა, ავტომობილი შეეჯახა.










