მძიმე ავარია ზუგდიდში - დაღუპულია ორი ადამიანი
1762802481
ჩხარის პირველი საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაცია ავრცელებს.
„ყველაზე კეთილი, თბილი, უბოროტო და მოუსვენარი ბიჭი დაკარგა ჩვენმა სკოლამ. რა რთულია ამ დროს, სათანადო სიტყვებს მოუყარო თავი და როგორი მძიმეა რეალობისთვის თვალის გასწორება.
ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მშობლიური სკოლა საბას ტრაგიკულად დაღუპვის გამო. უსამძიმრებს, პირველ რიგში, ოჯახს, ნათესავებს, კლასელებს, ვუსამძიმრებთ ჩვენს კოლექტივს. ძალიან დასანანია, რომ ასე უდროოდ ჩაქრა ჩვენი ღიმილის ბიჭის სიცოცხლე. გამძლეობა მშობლებსა და ყველა მის ჭირისუფალს.
შენს სკოლას არასოდეს დაავიწყდები, საბა! მარადიული ხსოვნა შენს უმანკო სულს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.