ცნობილია, ყვარელში ავარიის დროს დაღუპული 17 წლის ბიჭის ვინაობა

გიორგი

ავარიას ყვარელში ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა ყვარლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სადაც 5 ახალგაზრდა იმყოფებოდა ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა.

ძლიერი შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 17 წლის გიორგი ბუჯიაშვილი, მანქანაში მყოფი სხვა ახალგაზრდები კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.