თამუნა მუსერიძე იმ ქალს, მიმართავს, რომელიც ამჟამად მისი ყოფილი მეუღლის გვერდითაა
1778442755
იტალიაში ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.
შემთხვევა მილანში, ბერგამოში გუშინ მოხდა. 33 წლის ონისე ქობალია კიდევ 3 პირთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ახლობლები ამბობენ, ერთ-ერთ სახლში რემონტს აკეთებდნენ.
გარდაცვლილს ახლობლები ემშვიდობებიან.
„ჩემი საყვარელი ონისე. ძალიან კარგი ადამიანი. უწყინარი. კარგი აღზრდილი. მართლა რომ დაგენანება და გულს და სულს რომ აგიწვავს“;
„ძალიან დამწყდა გული... დედაშენს, ბებიას ეს აკლდა ახლა. ცხოვრებას ახლა იწყებდი... გამძლეობა ოჯახს, უფალმა ნათელში გამყოფოს უბოროტო, უთბილესო ბიჭო“ - წერენ სოციალურ ქსელში.