ვრცელდება კადრები, რომელიც ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადაიღო
1735156563
ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრის, აკმარალ ალნაზაროვას განცხადებით, აქთაუს აეროპორტთან ავიაკატასტროფის დროს, სულ მცირე, 25 ადამიანი გადარჩა.
ალნაზაროვას თქმით, დაშავებულები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან.
ყაზახური მედიის ცნობით, ბორტზე იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის 37 მოქალაქე, რუსეთის 16 მოქალაქე, ასევე ყაზახეთის ექვსი და ყირგიზეთის სამი მოქალაქე.
ცნობისთვის, ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტთან „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, ბორტზე 67 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა, გადარჩენილია 25 ადამიანი, აქედან, 22 საავადმყოფოშია გადაყვანილი.