1739342153
ტრაგედია მიუნხენში - ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა
![მიუნხენში ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა მიუნხენში ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/13/112003/miunkhenshi-khalkhshi-avtomobilis-shevardnis-shedegad-dashavebulta-raodenoba-28-mde-gaizarda_w_h.jpeg)
მიუნხენში ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. დაშავებულთა შორის ორის მდგომარეობა მძიმეა.
რეგიონული ხელისუფლება აცხადებს, რომ მომხდარი, სავარაუდოდ, თავდასხმა იყო. ეჭვმიტანილი 24 წლის ავღანელი თავშესაფრის მაძიებელია. ის შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილი პოლიციისთვის ცნობილი იყო ქურდობისა და ნაროტიკებთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის.
როგორც ბავარიის პრემიერ-მინისტრმა, მარკუს ზედერმა განაცხადა, „ეს თავდასხმა აჩვნებს, რომ გერმანიაში საჭიროა რაღაცის შეცვლა და ეს სწრაფად უნდა მოხდეს“.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ერთ-ერთი პროფკავშირის მიერ ორგანიზებული დემონსტრაციის დროს მოხდა და ავტომობილი აქციის მონაწილეებს შეეჯახა.