ცნობილია, რამდენ დღეს დაისვენებენ მოსწავლეები პირველ სემესტრში
1760811542
მდინარე ხობისწყალში 50 წლის კაცი დაიხრჩო.
კახა ბახტაძე მდინარეში ბავშვის დასახმარებლად შევიდა.
მოზარდი, რომელმაც ცურვა არ იცოდა, დინებამ წაიღო.
თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ კახაბერ ბახტაძეს წყალში გულის შეტევა დაემართა.
ბავშვი გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.
ცხედარი მაშველებმა გვიან ღამით იპოვეს.