ლარი ისევ გამყარდა - ნახეთ ვალუტის განახლებული კურსი
1736514897
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან პოლონეთზე თავდასხმის შესაძლებლობა გამორიცხული არ არის.
ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა აღნიშნა, რომ საჭიროა სიფხიზლე, რადგან უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შესაძლებლობის ერთ დროს ბევრს არ სჯეროდა.
„ჰიბრიდული ომი არა მხოლოდ პოლონეთში, მთელს ევროპაში მიმდინარეობს. ეს არის ომის ძალიან სახიფათო ნაწილი. ინტერნეტში სიცრუის დათესვა, ფაქტების დამახინჯება, მანიპულაცია, სოციალური მდგრადობის შესუსტება – უსაფრთხოების ერთ-ერთი საყრდენის განადგურებაა. ეს არის სერიოზული თავდასხმა პოლონეთზე. ნებისმიერი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად. არავის ეგონა, რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმებოდა. მოდით, უფრო ჭკვიანები ვიყოთ. მოდით, მზად ვიყოთ,“ – აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
ამასთან, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა აღნიშნა, რომ სკანდინავიის ქვეყნებთან გრძელვადიანი სტრატეგიული ალიანსის მომხრეა.