იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
ხობში 16 წლის ბიჭს თოფი გაუვარდა და მისივე ბიძაშვილი გოგო დაჭრა, გოგოს მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდები ბებიის დაბადების დღეზე იყვნენ, რა დროსაც 16 წლის ბიჭს სანადირო თოფი შემთხვევით გაუვარდა.
ადგილობრივების თქმით, გოგონას დაზიანებები ზედა კიდურის, გულმკერდისა და თავის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი არასრულწლოვანი ჯერ ფოთის ჰოსპიტალში მიიყვანეს, სადაც პირველადი გადაუდებელი დახმარება გაეწია.
მოგვიანებით კი, შესაბამისი პროფილის კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.