დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რუსთავში 28 წლის ბიჭს ეძებენ. როგორც “ინფო რუსთავს” თორნიკე აბალაკის დედამ განუცხადა, ბიჭი სახლიდან გუშინ დილას გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მისივე თქმით, ახალგაზრდამ დედას წერილი დაუტოვა. ოჯახი მე-8 მიკრორაიონში ცხოვრობს.
„გუშინ დილით ვნახე წერილი დატოვებული ტელეფონთან და საბუთებთან ერთად. ბოლოს პირადად მე მწერდა, რომ დედა არ იტირო. იმ წუთას პოლიციაში ჩავედი და განვაცხადე”, - უთხრა “ინფო რუსთავს” დაკარგული ბიჭის დედამ.
მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდას ფინანსური პრობლემა ჰქონდა. თორნიკე აბალაკი კამერებმა ბოლოს მე-20 მიკრორაიონში, ერთ-ერთი კორპუსისკენ მიმავალი დააფიქსირა. ძებნაში ჩართულია პოლიცია.
თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას დარეკეთ ნომერზე - 568676587.
ასევე ნახეთ:
„ტელეფონი და წერილი დატოვა... დედა, არ იტირო“ - რუსთავში ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ
საყურადღებო ინფორმაცია მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
დაიძრა თუ არა სიცხის ციკლონი საქართველოსკენ - რამდენიმე ქვეყანამ განგაშის წითელი დონე გამოაცხადა
„სამი გიორგი...“ - ვინ არიან იგოეთში მომხდარი ავარიისას დაღუპულები