„სამი გიორგი...“ - ვინ არიან იგოეთში მომხდარი ავარიისას დაღუპულები

დაღუპულები

კასპი-იგოეთის გზაზე მომხდარ ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც ცნობილია, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა და მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეფერხებული იყო.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

სამი გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია. გიორგი წიკლაური, გიორგი ხუციშვილი და გიორგი ჯანჯალაშვილი. 

„არ შეიძლება ამის დაჯერება ბიჭებო“,- წერენ კომენტარებში.