თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

პოლიციის ლენტი

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ მოხდა. ინფორმაციას Marneulinews.ge ავრცელებს. მათივე ცნობით, მოზარდი, რომელიც თბილისის ზღვაში დაიხრჩო, უმუდ სოფიევია.

ის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარიდან იყო.

თანასოფლელების ინფორმაციით, ბიჭი თბილისის ზღვაზე თანატოლებთან ერთად საცურაოდ იმყოფებოდა. საქმეზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.