„შიმშილობს...“ - შვილიშვილის ცემის ფაქტზე დაკავებული ქალის შვილი ახალ ინფორმაციას ავრცელებს
1756807843
სუდანში მეწყერს, სულ მცირე, 1 000 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი” აჯანყებულთა დაჯგუფებაზე „სუდანის გათავისუფლების არმიაზე” დაყრდნობით ავრცელებს.
მეამბოხეთა დაჯგუფების ცნობით, მეწყერი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მარას მაღალმთიანი რეგიონის სოფელ ტარასინში მრავალდღიანმა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.
აჯანყებულების განცხადებით, დასახლებაში სტიქიის შედეგად მხოლოდ ერთი ადამიანი გადარჩა. “სუდანის გათავისუფლების არმია” გაერო-ს და სხვა რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰუმანიტარული დახმარების თხოვნით მიმართავს.
სუდანის არმიისა და გასამხედროებულ ჯგუფს „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს” შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ, ჩრდილოეთ დარფურიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა სწორედ მარას მთიან რეგიონს შეაფარეს თავი.