ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის
1756723020
ჩეხეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ანდრეი ბაბიშს წინასაარჩევნო კამპანიის დროს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ჩეხური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, უცნობმა პირმა ბაბიშს ლითონის ყავარჯენი თავში ჩაარტყა. ინციდენტი ფრიდეკ-მისტეკის ოლქში პირველ სექტემბერს მოხდა. პოლიტიკოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო თავდამსხმელი მალევე დააკავეს.
შემთხვევის შემდეგ ბაბიშმა განაცხადა, რომ იძულებულია გააუქმოს საარჩევნო შეხვედრა და ექიმების დასკვნას დაელოდოს.
ცნობისთვის, ჩეხეთში პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები ოქტომბერშია დაგეგმილი. ქვეყნის ყოფილი პრემიერ მინისტრის, ანდრეი ბაბიშის ულტრამემარჯვენე პარტია ANO ამჟამად რეიტინგების ლიდერია.