სტიქია ფოთში - კადრები ადგილიდან, სადაც ძლიერმა ქარმა კორპუს სახურავი გადახადა და 10-მდე მანქანა დააზიანა

სტიქია ფოთში

ძლიერმა ქარმა წუხელ ფოთში პრობლემები შექმნა. ქარმა კოსტავას ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა. დაზიანდა ათამდე ავტომობილი. დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ. მერიის ცნობით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს სწავლობს. მათივე ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი დახმარება გაეწევა.

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 27 ნოემბერს დღის განმავლობაში 6-7 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, ხოლო საღამოს 5-6 ბალი.

ასევე დღის განმავლობაში იქროლებს ძლიერი ქარი ( დას. სამხ. დას. 7-12 მ/წმ. დაქროლვა 13/18 მ/წმ.), დროგამოშვებით ფიქსირდება უხვი ნალექი. მათივე ცნობით, შტორმის სიმძლავრე ხვალიდან შედარებით მოიკლებს, ხოლო ძლიერი ქარი სავარაუდოდ, სამი დღე შენარჩუნდება.