პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარიანი ამინდი 29 აგვისტომდე გაგრძელდება. ამასთან, თვის ბოლომდე ნალექი მოსალოდნელი არ არის. საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ტემპერატურა 40 გრადუსამდე აიწევს.
გარემოს ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების წესები და გამოიჩინონ სიფრთხილე. მაღალი ტემპერატურის გამო, ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება.
"ბორჯომი-ახალციხის ტერიტორიაზე 11 აგვისტოს შემდეგ საერთოდ არ უწვიმია. ამას დაემთხვა ძლიერი ქარი, რამაც გამოიწვია ხანძრის გაჩენის პრევენცია და მისი გავრცელება. არ ველოდებით ტემპერატურის დაკლებას. დასავლეთ საქართველოში 35-40 გრადუსამდე იქნება. მოსახლეობას ვურჩევ დაიცვან უსაფრთხოების წესები ხანძართან დაკავშირებით და ყველანაირად დავიცვათ ჩვენი სამშობლოს ტყე-პარკი,"- აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარი სინოპტიკოსი ნაირა მანველიშვილი.