შოვში, დღეს ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ქეთევან ლობჟანიძეს ეკუთვნის

შოვი

შოვში დღეს ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ქეთევან ლობჟანიძეს ეკუთვნის.

ინფორმაცია ფორმულას დაღუპულის შვილმა დაუდასტურა.

მაშველებმა სტიქიის ზონაში დღეს ორი ადამიანის, მოზარდისა და ქალის ცხედრები იპოვეს.

ერთი ცხედარი უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეორე კი მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრში იპოვეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 21 ცხედარია ნაპოვნი, 12 დაკარგულს ეძებენ.

ამჟამად აქტიური სამუშაოები 9 ლოკაციაზე მიმდინარეობს. 

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, რომლებშიც დამსვენებლები ცხოვრობდნენ. სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.

ასევე ნახეთ:

,,4 წლის შვილს, 3 აგვისტოს, ჩახუტებით გამოემშვიდობა... მაშველები ამ დრომდე ეძებენ..." - ემოციური პოსტი შოვში დაკარგულ 23 წლის სოფოზე

,,ჩვენ გვაქვს ფოტო, რომელიც გადაღებულია 3 აგვისტოს, სტიქიის განვითარებამდე გარკვეული პერიოდით ადრე, სადაც ნათლად ჩანს, რომ...“

„არ თქვათ წინათგრძნობა არ არსებობსო... იმ დილით ვიჯექი და დადებული ყავის ჭიქა თავისით გატყდა... ცოტა ხანში ყავის თეფში“ - რას წერს გიორგი ყარალაშვილის მამიდა

„იმ დედაზე მეფიქრება და მეტირება... სამი მცირეწლოვანი შვილით, შოვის კოტეჯებში, რომ დაიდო ბინა.." - რას წერს ერთ-ერთი მოქალაქე

,,ასეთი მინდა მახსოვდეს შოვი..." - დავით ჯელაძე სტიქიამდე გადაღებულ კადრებს აქვეყნებს