პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სტიქიის ზონაში მაშველები 23 წლის მარტოხელა დედას, სოფო ბაკურაძეს ეძებენ.
,,რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა" სოფო ბაკურაძის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მისი შვილისთვის, ლუსისთვის დახმარების მსურველებს მიმართავს:
,,უკვე მეექვსე დღეა, ოთხი წლის ლუსი დედას მოუთმენლად ელოდება, უფროსები ეუბნებიან, რომ დედა კანფეტების საყიდლადაა წასული და მალე დაბრუნდება. ლუსი, ხშირად მიჰყავთ სხვადასხვა ადგილას, იქნებ დედა უფრო იშვიათად მოიკითხოს.
სოფო ბაკურაძე 23 წლის მარტოხელა დედაა, სოფელ გლოლადან, ის შოვში, კოტეჯებში მუშაობდა და ლუსის ბოლოს, 3 აგვისტოს, ჩახუტებით გამოემშვიდობა. სოფოს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. ლუსიზე ზრუნვის სრული პასუხისმგებლობა მარტოხელა დედას ჰქონდა, სოციალური შემწეობის ამარა დარჩენილს კი, ახლა ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება.
ვიცით, შეუძლებელია დედის მონატრებას ვუშველოთ რამე, ვერც დედის მოფერებას შეედრება ჩვენი მზრუნველობა, მაგრამ რაც სოფოს შეგვიძლია გავუკეთოთ ახლა, ლუსიზე ზრუნვაა.
“რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრი” და “რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა” ვიწყებთ ზრუნვას ლუსისთვის. ახლა საზოგადოების თითოეული წევრის თანადგომა ნებისმიერი ფორმით ჩვენთვის ფასეულია.
თუ მხარდაჭერა შეგიძლიათ სათამაშოებით, ტანსაცმლით ან პროდუქტებით დაგვიკავშირდით:
ანი - 599 70 04 99
ლამარა - 598 21 19 15
თანხის ჩარიცხვის მსურველებმა:
თიბისი: GE67TB7993945064300064
მიმღები - ლამარა ბოჭორიშვილი
საქართველოს ბანკი: GE27BG0000000565975342
მიმღები - ნინო (ნანა) სოხაძე.
რაჭველების სახელით, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით სრულიად საქართველოს თანადგომისა და თანაგრძნობისვის ამ მძიმე დღეებში", - ნათქვამია ფეისბუკპოსტში.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „დაგვეხმარეთ! სავალალო მდგომარეობაა...“ - შემაშფოთებელი კადრები გლდანის ერთ-ერთი კორპუსიდან