დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ბერი ანდრიას დედა, თინათინი, იგივე მილედი ჩხვიმიანი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ეხმაურება.
ის რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილ ბავშვთა ონკოლოგზე, მამუკა ჩუთლაშვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"შეუერთდა სასუფეველში თავის საყვარელ, პატარა პაციენტებს, მას ისინი როგორც საკუთარი შვილები ისე უყვარდა,
უფალმა გაცხონოს! საუკეთესო იყავი, ხარ და იქნები!" - წერს დედა თინათინი.
მანამდე, ექიმ მამუკა ჩუთლაშვილზე ორი წლის წინ, გვერდი "მადლობა ექიმო" წერდა:
"არავის მოუწერია ამ ექიმის შესახებ. ჩემი სურვილით მინდა გაგაცნოთ და მადლიერება გამოვხატო მისი უმძიმესი ფიზიკური და მორალური შრომის მიმართ.
გაიცანით მამუკა ჩუთლაშვილი - ბავშვთა ონკოლოგი, ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა ონკოლოგიური საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში - პატარა, ნაცრისფერი კაბინეტში, სადაც ერთი საწოლი, ერთი მაგიდა და მადუღარა იდგა.
მამუკა ვერ ტოვებდა თავის პაციენტებს და მუდამ მათთან იყო. დარწმუნებული ვარ დღესაც ამ რეჟიმით მუშაობს.
მამუკა, მადლობა შენი თავდადებისთვის და უამრავი გადარჩენილი, სიკვდილს გამოგლეჯილი სიცოცხლისთვის! გვეამაყები!" - წერდა გვერდი.