ძლიერი ხანძარი მცხეთის გადასახვევთან - ვითარება ადგილზე
1765812011
შავი ზღვის სოხუმის აკვატორიაში გალის ყოფილი ე.წ. გამგებლის, ასევე აფხაზური თვითგამოცხადებული მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ვაჟა ზარანდიას ცხედარს ეძებენ, რომელიც 8 დეკემბერს ზღვაში საბანაოდ შევიდა და ნაპირზე არ ამოსულა.
მისი ნივთები და ტანსაცმელი ნაპირზე იპოვეს. ვაჟა ზარანდია, სავარაუდოდ, ნასვამი იყო და ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ეს გახდა მისი დაღუპვის მიზეზი.
ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართული არიან ვოლონტერები რუსეთიდან, რომლებიც შესაბამისი აღჭურვილობით ჩავიდნენ სოხუმში და განაცხადეს, რომ სამძებრო საქმიანობას თავიანთი ხარჯებით განახორციელებენ.
ზღვის აკვატორიის დათვალიერებაში ჩართული იყო ასევე ოკუპირებული აფხაზეთის სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენი – კადრები აფხაზურ მედიაში გავრცელდა.