„სასწრაფო თავად მძღოლმა გამოიძახა...“ - სოფელ ჩუმლაყში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

ლენტა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ცენტრში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. დაშავებული ქალი გურჯაანის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა თავად მძღოლმა გამოიძახა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი სამეგრელოდან სოფელ ჩუმლაყში დღიურ სამუშაოზე იყო ჩამოსული. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციისა და საგამოძიებო ეკიპაჟები.

✕