თენგიზ შარმანაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ომში მყოფი ქვეყანა, რომელსაც მილიონზე მეტი დაღუპული და დაჭრილი ჰყავს, უამრავი სანქცია აქვს, როგორ ახერხებს ასეთი მასშტაბების აჯანყების ორგანიზებას?

თენგიზ შარმანაშვილი

ომში მყოფი ქვეყანა, რომელსაც მილიონზე მეტი დაღუპული და დაჭრილი ჰყავს, უამრავი სანქცია აქვს, როგორ ახერხებს საფრანგეთში, ესპანეთში, ბელგიაში, იტალიაში, გერმანიაში, ალბანეთში ასეთი მასშტაბების აჯანყების ორგანიზებას? ამ ქვეყნებში კონტრდაზვერვა გააუქმეს? თუ ეს მართალია, რატომ ექაჩებოდა ასეთი შესაძლებლობების მქონე ქვეყნის წინააღმდეგ კონფრონტაციისკენ საქართველოს?,- წერს თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

შარმანაშვილი ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას: „საფრანგეთში განვითარებული მოვლენების უკან „პუტინის ყურები“ ჩანს“.

შარმანაშვილს აინტერესებს, როგორ ახერხებს ომში მყოფი ქვეყანა ასეთი მასშტაბის აჯანყების ორგანიზებას. ის ასევე, ფიქრობს, ზურაბიშვილს მისმა ფავორიტმა ლავროვმა ხომ არ სთხოვა ამ საკითხზე რაიმე. 

„მერე? ომში მყოფი ქვეყანა, რომელსაც მილიონზე მეტი დაღუპული და დაჭრილი ჰყავს, უამრავი სანქცია აქვს, როგორ ახერხებს საფრანგეთში, ესპანეთში, ბელგიაში, იტალიაში, გერმანიაში, ალბანეთში ასეთი მასშტაბების აჯანყების ორგანიზებას? ამ ქვეყნებში კონტრდაზვერვა გააუქმეს? თუ ეს მართალია, რატომ ექაჩებოდა ასეთი შესაძლებლობების მქონე ქვეყნის წინააღმდეგ კონფრონტაციისკენ საქართველოს? მისმა ფავორიტმა ლავროვმა ხომ არ სთხოვა ამ საკითხზე რაიმე?“, - წერს თენგიზ შარმანაშვილი.

✕