საქართველო-თურქეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ხანძარი გაჩნდა

სამხრეთის კარიბჭე

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაოხრებთან, საქართველო-თურქეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს

ცეცხლი ბუჩქნარსა და ბალახს ეკიდა. ადგილზე ორი სახანძრო–სამაშველო მანქანა მუშაობს.

მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს. ახლა ცალკეულ კერებზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ფოტო: სამხრეთის კარიბჭე