სამედიცინო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა - ტრაგედია ლონდონში

ტრაგედია ლონდონში

დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საუთენდის აეროპორტთან, მცირე ზომის სამედიცინო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წამში ჩამოვარდა და აფეთქდა. პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ორი პილოტი და ორი მგზავრია.

შემთხვევა კვირას, საღამოს მოხდა. 

ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.