"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
სამაშველოს ვერტმფრენი რაჭაშია. კადრები რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი.
ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგო ხიდეშელი აცხადებს, რომ სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, მოქალაქეების ევაკუაცია უახლოეს ხანში დაიწყება.
გზები და მისასვლელი ხიდები კურორტ შოვამდე წაღებულია, ადგილზე იმყოფება სამაშველო ჯგუფი.
ჩამოწოლილ მეწყერს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დროის მონაცემებით, მეწყერში მოყოლილი ყველა პირი ცოცხალია და ისინი კონტაქტზე არიან.
შემთხვევა სასტუმრო "სანსეტ შოვის" მიმდებარედ მოხდა. დაზიანებულია გზა. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ გადაარჩინა ახალგაზრდა ბიჭმა ბავშვი.
„ახლა კარგად ვართ, მეწყერიც შეჩერებულია და ყველაფერი კარგად არის. მსხვერპლი არაა,“,- ამბობს მეწყერში ჩარჩენილი ქალი.