„ახლა კარგად ვართ, მეწყერიც შეჩერებულია...“ - ქეთი მაისურაძე, რომელიც „სანსეტ შოვში“ იმყოფება

მეწყერი შოვში

რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში ჩარჩენილი არიან ადამიანები. ჩამოწოლილ მეწყერს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დროის მონაცემებით, მეწყერში მოყოლილი ყველა პირი ცოცხალია და ისინი კონტაქტზე არიან.

შემთხვევის ადგილზე პოლიციის 2 ვერტმფრენით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები გაემგზავრნენ.

შემთხვევა სასტუმრო "სანსეტ შოვის" მიმდებარედ მოხდა. დაზიანებულია გზა. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ გადაარჩინა ახალგაზრდა ბიჭმა ბავშვი.

„ახლა კარგად ვართ, მეწყერიც შეჩერებულია და ყველაფერი კარგად არის. მსხვერპლი არაა,“,- ამბობს მეწყერში ჩარჩენილი ქალი.