რუსთავის ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა - არის მსხვერპლი

პოლიცია

რამდენიმე წუთის წინ, რუსთავში „აზოტის“ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა.

„რუსთავი2“-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ამ წუთებში ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულნი.

მომხდართან დაკავშირებით  შს სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.