,,რუსთავის აზოტში" მუშამ შემთხვევით მომწამვლელი ნივთიერება დალია

რუსთავის აზოტში მუშამ შემთხვევით მომწამვლელი ნივთიერება დალია

რუსთავში, საწარმო „აზოტის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა, შემთხვევით მომწამვლელი ნივთიერება დალია. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. 

50 წლამდე კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

როგორც საწარმოს დირექტორმა, ლევან ბურდილაძემ გამოცემას განუცხადა, კაცს ნივთიერება წყალი ეგონა.

„ვიცი, რომ გადაიყვანეს საავადმყოფოში, ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება. მე მითხრეს, რომ არც ისე მძიმე მდგომარეობა იყო სამედიცინო დახმარების მერე. მითხრეს, რომ წყალი ეგონა სადეზინფექციო ხსნარი და შეცდომით დალია“,- განაცხადა ბურდილაძემ.

საწარმოს დირექტორის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია შიდა მოკვლევა.