1795096126
როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაიას მდგომარეობა - ექიმის პირველი კომენტარი
გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ანა დალაქიშვილის განცხადებით, 3 წლის თაია რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს, კონტაქტური და ადეკვატურია. მას გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნება.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ბავშვს შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება.
„ბავშვი კონტაქტური და ადეკვატურია, მას გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნება. ამჟამად უტარდება შესაბამისი კვლევები“, – აცხადებს ანა დალაქიშვილი.











