1795096126
ფონიჭალაში ნანგრევებიდან კიდევ ერთი ცხედარი ამოიყვანეს
ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ქალის ცხედარი ამოიყვანეს.
მანამდე მაშველებმა 2 პირის, ბავშვისა და ქალის ცხედარი ამოიყვანეს.
ახლა მაშველები დანარჩენ 3 ადამიანს ეძებენ, მათგან ერთი არასრულწლოვანია.
მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი მცირეწლოვანი ბავშვი უვნებელი ამოიყვანეს.











