ფონიჭალაში, ნანგრევებში კიდევ 4 ადამიანს ეძებენ, მათგან ერთი არასრულწლოვანია

აფეთქება ფონიჭალაში

მაშველებმა, ფონიჭალაში ნანგრევებიდან 2 ადამიანის, ქალის და ბავშვის ცხედრები ამოიყვანეს. ამ დრომდე მიმდინარეობს კიდევ 4 ადამიანის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, მათგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ფონიჭალაში ნანგრევებიდან მაშველებმა მცირეწლოვანი გოგონა ამოიყვანეს. ბავშვი სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.

✕