ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
ჟურნალისტი ბონდო ქურდაძე გარდაცვლილ მეგობარზე, თამაზ მეჭიაურზე წერს, რომ გარდაცვლილი პოლიტიკოსის დედამ ჯერ არ იცის, რომ მეორე შვილიც დაკარგა.
"ამ წუთებში ქაშუეთიდან თიანეთში გადაასვენებენ ჩვენს ძმას, ცრემლით მაგებინებს გელა ჩივაძე… ყელში ბურთი მეჩხირება… -დედამ იცის…
– ჯერ – არა…
როგორ გინდა, უთხრა… უმცროსი ბიჭი, თამაზის ძმა, გიორგი, ახლახან მიაბარეს მიწას". - წერს ჟურნალისტი.
ცნობისთვის, თამაზ მეჭიაური გუშინ, 15 თებერვალს, 67 წლის ასაკში კორონავირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა. ის მკურნალობას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა.
თამაზ მეჭიაური 2012–2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. 2016 წელს დააფუძნა პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“. 2017 წელს აირჩიეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერად. 2020 წელს კი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით, თანამდებობიდან გადადგა.