დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დღეს რიკოთის უღელტეხილზე ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სატვირთო ავტომობილი გზის დამცავ ჯებირს, შემდეგ კი შუა ხნის მამაკაცს დაეჯახა.
შეჯახების შედეგად, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276- ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
,,პრაიმტაიმისთვის" ასევე, ცნობილი გახდა, რომ მეორე ავტოსაგზაო შემთხვევაში ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ, თუმცა ამ შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.