ბიზნესცენტრის შენობაში ძლიერი დაკვამლიანების გამო, ტელეკომპანია „ფორმულამ“ მაუწყებლობა შეაჩერა

ბიზნესცენტრის შენობა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, ხანძარია.

ძლიერი დაკვამლიანების გამო, არხმა მაუწყებლობა დროებით შეაჩერა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სახანძრო ბრიგადები.

არსებული ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანება არის მეთორმეტე სართულზე. რამ გამოიწვია დაკვამლიანება, დამატებითი დეტალები უცნობია.

✕