ქუთაისში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისი

ქუთაისში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, შოთა რუსთაველის მე-8 შესახვევში მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს:

როგორც ცნობილია, ხანძარი, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. დამწვარია საცხოვრებელი ფართი.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.