ქართველმა მეზღვაურმა სამი მეთევზე გადაარჩინა

ქართველმა სამი მეთევზე გადაარჩინა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ემოციურ ფოტოს და ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, ქართველმა მეზღვაურმა არმაზ არძენაძემ სამაშველო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა - შედეგად სამი მეთევზე გადაარჩინეს!

„ქართველმა მეზღვაურმა არმაზ არძენაძემ სამაშველო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა - შედეგად სამი მეთევზე გადაარჩინეს!
8 მარტს, 14:00 საათზე მექსიკის წყლებში, მეთევზეებმა დიდი რაოდენობით თევზი დაიჭირეს. ზედმეტი წონის გამო ნავი წყლით აივსო. ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე დარჩენილი მეთევზეები 12 საათის განმავლობაში ელოდნენ შველას.

9 მარტს, 04:00 საათზე, გემ MH COLUMBIA-ს ვახტაზე მყოფმა მატროსმა გაიგონა გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანების ხმა.გემის ეკიპაჟი "ბრმად" გაჰყვა ხმას და 4 საათიანი, საკმაოდ რთული და შრომატევადი სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. " - წერს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.