„მესამე მსოფლიო ომის წინაშე აღმოვჩნდებით..." - ცნობილი ექსტრასენსების პროგნოზები 2025 წლისთვის
1748893324
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებს დაესწრება.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დელეგაციას 14 ადამიანი წარმოადგენს, განსხვავებით მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემადგენლობისგან, რომელიც 12 წევრს მოიცავდა.
უკრაინის დელეგაციას კვლავ უხელმძღვანელებს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ალექსანდრ ბევზი – პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი; ალექსანდრ დიაკოვი – სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მიადგილე; სერგეი კისლიცა – საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; იური კოვბასა – უზენაესი რადის ადამიანის უფლებათა წარმომადგენელი უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში; გეორგი კუზმიჩევი – უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის აპარატის პროტოკოლის ოფიცერი; ოლეგ ლუგოვსკი – საგარეო დაზვერვის სამსახურის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ევგენი ოსტრიანსკი – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე; ალექსანდრ პოკლადი – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე; ვადიმ სკიბიცკი – თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე; ანდრეი ფომინი – საერთაშორისო სამართლის განყოფილების უფროსი – გენშტაბის ცენტრალური იურიდიული მართვის მოადგილე; ალექსეი შევჩენკო – გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე; ალექსეი შერიხოვი – გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსი ოფიცერი; ევგენი შინკარევი – საჰაერო ძალების მეთაურობის შტაბის უფროსის მოადგილე.
ცნობისთვის, 16 მაისს გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა ალექსეი მალოვაცკი, რომელიც ამჟამინდელ შემადგენლობაში არ არის. ამასთან, უკრაინის დელეგაციის შემადგენლობას დაემატა სამი ადამიანი, რომლებიც მოლაპარაკებების პირველ რაუნდში არ მონაწილეობდნენ. ესენი არიან ანდრეი ფომინი, იური კოვბასა, ევგენი ოსტრიანსკი. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინული მხარე სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდს დაესწრება.