ამჯერად წინასწარ გაფრთხილებთ... - მეტეოროლოგი მოსალოდნელ ამინდზე
1762631517
აშშ-ში, ჰიუსტონში 4 წლის გოგოს 3 წლის დამ ცეცხლსასროლი იარაღიდან შემთხვევით ესროლა და მოკლა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
ჰარისის ოლქის შერიფის ედ გონსალესის თქმით, ბავშვები ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ, როდესაც ეს ტრაგედია მოხდა.
„პატარა დამ დატენილი იარაღი აიღო და თავის დას შემთხვევით ესროლა. ბავშვი ადგილზე დაიღუპა.
ამერიკული მედიის ცნობით, ოლქის პროკურორმა უნდა გადაწყვიტოს, წაუყენებენ თუ არა ბრალს ოჯახის რომელიმე წევრს.