„ძიძამ ჩვილს წამლის სასიკვდილო დოზა დაალევინა...“ - რა განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ ქალს (უცხოეთი)

ების ისტორია

ძიძამ, დიქსი ვილამ 7 თვის გოგონას „ბენადრილის" სასიკვდილო დოზა დაალევინა, რის შემდეგაც მცირეწლოვანი გარდაიცვალა. შემთხვევა ჰავაიზე 2019 წელს მოხდა. დიქსის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

გამოცემა „ფიფოლის" ინფორმაციით, ცხედრის გაკვეთამ აჩვენა, რომ 7 თვის ბავშვი დიფენჰიდრამინის (ბენადრილში არსებული ანტიჰისტამინური საშუალება) ინტოქსიკაციით გარდაიცვალა. 

„ების გარეშე ცხოვრება ჩემთვის ჯოჯოხეთია. ყოველდღე ამ მძიმე ტკივილით ვიღვიძებ", - ამბობს ახალშობილის დედა, ანა ლობიში. 

პროკურორის მოადგილის განცხადებით,  ექიმის დანიშნულების გარეშე, 6 წლამდე ასაკის არცერთ ბავშვს აღნიშნული პრეპარატი, არ უნდა მიეცეს. 

ცნობისთვის, „ბენადრილი"  ალერგიული რეაქციებისა და უძილობის სამკურნალოდ გამოიყენება.