არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
1786891312
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენში ორსული გარდაიცვალა. 30 წლის ქალი პირველ შვილს ელოდებოდა და ერთ-ერთ საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა.
როგორც მისი კოლეგები „პრაიმთაიმთან“ ამბობენ, ქალი ნათლობაზე იყო, შეუძლოდ გახდა, სასწრაფოს სამედიცინო ბრიგადას კი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
ახლობლების თქმით, ქალს კორონავირუსი ჰქონდა გადატანილი და როგორც გაირკვა, თრომბი განუვითარდა, რაც გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად სახელდება.