ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მძიმედ დაშავდნენ ბავშვებიც - უმძიმესი ავარიის დეტალები

policiis lenti

ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

მდინარე ალაზნის გადასასვლელ ხიდთან მომხდარი ავარიისას ორი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები, რძალ-მული არიან.

სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი ჯიპის მარკის ავტომანქანა, რომელშიც ექვსი ადამიანი, მათ შორის, სამი არასრულწლოვანი იმყოფებოდა, გადაბრუნდა. 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები კი მძიმედ დაშავდნენ.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, დაშავებული არასრულწლოვნები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების განმარტებით, მოზარდებს მოტეხილობები და მუცლის დახურული ტრავმები აღენიშნებათ.

ამ წუთებში, შესაბამისი კვლევები მიმდინარეობს.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და მაშველები იმყოფებიან.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „ამან შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მკვეთრი დამძიმება...“ - ღოღობერიძის ეს რჩევა აუცილებლად გამოგადგებათ

ვინ­მეს რომ ეთ­ქვა, გიოც მას­თან გაფრინდებოდა... ვერავინ დაიჯერებდა - შემზარავი ავარიის დეტალები

გაფრთხილება! წყალი დილამდე შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი ქუჩა