ახმეტაში ავარია მსხვერპლით დასრულდა - არიან დაშავებულებიც

ამერიკის პოლიცია

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია ორი ადამიანი.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ალვანის მიმართულებით, მდინარე ალაზნის გადასასვლელ ხიდთან მოხდა.

სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი ჯიპის მარკის ავტომანქანა, რომელშიც ექვსი ადამიანი, მათ შორის, სამი არასრულწლოვანი იმყოფებოდა, გადაბრუნდა.

ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, დაშავდნენ ბავშვებიც.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, დაშავებული არასრულწლოვნები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ წუთებში, შესაბამისი კვლევები მიმდინარეობს.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და მაშველები იმყოფებიან.

ასევე ნახეთ:

გაფრთხილება! წყალი დილამდე შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი ქუჩა

„საოცარ სინანულში ვვარდები...“ - ლელა წურწუმიას ემოციური მიმართვა

10 ნიშანი, რომლებიც წარმოუდგენელი იღბლის მოახლოებას მიანიშნებს