ოკუპირებულ აფხაზეთში, ახალშობილის ცხედარი ნაგვის ურნასთან იპოვეს

 ჩვილი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონის დაბა განთიადში, ნაგვის ურნასთან ახალშობილი ბავშვის ცხედარი იპოვეს.

24 ოქტომბრის დილით ახალშობილი ბიჭის ცხედარი კომუნალური სამსახურის თანამშრომლებმა იპოვეს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი მუშაობდა.

✕