ოდესაში წყალდიდობას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

ოდესაში წყალდიდობა

უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც ცხრა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

დაღუპულთა შორის ერთი მცირეწლოვანი გოგონაა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში მაშველები ადამიანების ევაკუაციას ახდენდნენ და ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებდნენ.

საერთო ჯამში მაშველებმა 362 ადამიანის გადარჩენა და 227 სატრანსპორტო საშუალების ევაკუაცია შეძლეს. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში 255 მაშველი და სპეციალურ ტექნიკის 68 ერთეული მონაწილეობდა.

ქალაქის ერთ-ერთ უბანში წყალდიდობის გამო ელექტროენერგია გაითიშა. სპეციალისტები პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ.