„მთელმა ქვეყანამ დაკარგა ძალიან ნათელი ადამიანი“ - ტრაგიკულად დაღუპულ ვასკა ჩუბინიძეს ემშვიდობებიან

ვასკა ჩუბინიძე

„ჟუჟუნა ღვინოს“ და „მილენიან ჰაბის“ თანადამფუძნებელი, ვასკა ჩუბინიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში Marketer ge ავრცელებს.

„ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, საქართველოს შემოქმედებითმა ინდუსტრიამ და მთელმა ქვეყანამ დაკარგა ძალიან ნათელი და გამორჩეული მარკეტერი. ადამიანი, რომლის სახელსაც უამრავი გაბედული და შთამაგონებელი პროექტი უკავშირდება.

ვასკა იყო საკომუნიკაციო სააგენტო Supermarket-ის და ღვინის ბრენდ ჟუჟუნას თანადამფუძნებელი. კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალის გამარჯვებული და ჟიურის წევრი.

ვასკა იყო ადამიანი, რომლის შთაგონებით თაობები უნდა აღზრდილიყო. მარკეტერის გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს და მეგობრებს" | ნათქვამია Marketer. ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში