,,მთელი დღეა ეხმარებიან სამაშველო ოპერაციაში ბიჭებს - საამაყოა, როცა ასეთი ადამიანებით შედგება ჩვენი საყვარელი საქართველო" - ძმები რაჭიდან

გიორგი და თორნიკე მაცაბერიძეები

რაჭაში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა გააერთიანა.

დაკარგულების ძებნაში მაშველების დახმარების სურვილი არაერთმა მოქალაქემ გამოთქვა. მათ შორის არიან რაჭველი ძმები, გიორგი და თორნიკე მაცაბერიძეები, რომელთა შესახებაც ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

,,ძმები გიორგი და თორნიკე მაცაბერიძეები, სოფელ ველევიში ცხოვრობენ, ეს ბიჭები ჩვენი კლუბის საამაყო მეგობრები არიან.

გუშინ (03/08/2023) შემოვლითი გზით გადავიდნენ შოვში, იქ ჩარჩენილი ადამიანების დასახმარებლად, დღეს მთელი დღეა ეხმარებიან სამაშველო ოპერაციაში ბიჭებს.

ძალიან საამაყოა, როცა ასეთი ადამიანებით შედგება ჩვენი საყვარელი საქართველო და აუცილებლად დასაფასებელია ყველა ასეთი ინიციატივაც", - წერს კლუბი "თეთნულდი" სოციალურ ქსელში.

ასევე ნახეთ:

ბავშვები, რომლებსაც სტიქიის ზონაში ეძებენ - ტრაგედია რაჭაში

„ვერც მანქანას პოულობენ... შოვის დასათვალიერებლად წავიდნენ... " - ზაზა მესხის ოჯახს ამ დრომდე ეძებენ

VIDEO: „იქნებ ვინმე ამოიცნოთ...“ - სტიქიის ზონიდან გამოყვანილი მოქალაქე გადარჩენილების ვიდეოს აქვეყნებს

შოვში სტიქიას მერაბ ნინიძის ქალიშვილი და სამი შვილიშვილი გადაურჩნენ - "ღამის გათევა მანქანებში მოუწიათ"

VIDEO: „ვიღაცა ჯგუფმა იცნოო, არ ვიცი.. ნეტავი გადარჩნენ...“ - რას ამბობს მამა, რომელიც ცოლსა და 3 მცირეწლოვანს ეძებს