„ვერც მანქანას პოულობენ... შოვის დასათვალიერებლად წავიდნენ... " - ზაზა მესხის ოჯახს ამ დრომდე ეძებენ

ზაზა მესხის ოჯახი

რაჭაში ზაზა მესხს, მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.
თუ ვინმე ფლობთ ინფორმაციას დარეკეთ ნომერზე 551 24 69 69.

ოჯახი ჰოლანდიაში ცხოვრობს. ზაზა მესხი, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად, კოტეჯში ისვენებდა.
„ავტომანქანით წავიდნენ შოვის დასათვალიერებლად, მაგრამ არც მანქანა ჩანს და ვერც ამ ადამიანებს ვუკავშირდებით.

გუშინ, 12 საათის შემდეგ, კონტაქტზე აღარ გამოსულან. არც მანქანა ჩანს, არც ეს ოჯახი ჩანს“ – ამბობს ავთო ყავლაშვილი. მისი თქმით, ოჯახი აქ დასასვენებლად იყო ჩამოსული.

ამ დროისთვის დამეწყრილ ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილზე იმყოფებიან ზაზა მესხის ნათესავებიც.

ამავე თემაზე

VIDEO: „იქნებ ვინმე ამოიცნოთ...“ - სტიქიის ზონიდან გამოყვანილი მოქალაქე გადარჩენილების ვიდეოს აქვეყნებს

შოვში სტიქიას მერაბ ნინიძის ქალიშვილი და სამი შვილიშვილი გადაურჩნენ - "ღამის გათევა მანქანებში მოუწიათ"

VIDEO: „ვიღაცა ჯგუფმა იცნოო, არ ვიცი.. ნეტავი გადარჩნენ...“ - რას ამბობს მამა, რომელიც ცოლსა და 3 მცირეწლოვანს ეძებს